რას არის Custom Crush მეღვინეობა?

რას ეხება ეს ყოველივე…

ჩვენი მთავარი მისიაა შევქმნათ ექსკლუზიური, უმაღლესი ხარისხის ღვინოები ინდივიდუალური პირებისთვის, ჯგუფებისთვის, კომპანიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. ჩვენ არ ვცნობთ კომპრომისებს, როდესაც საქმე ეხება ყურძენს, პერსონალს ან აღჭურვილობას.

 

Crush 525 გზას გიხსნით ამ იშვიათი შესაძლებლობისკენ უნიკალური და მომავალზე ორიენტირებული გამოცდილებით. ჩვენი კლიენტების საერთო ენთუზიაზმი ღვინის მოხმარებას ჯერ კოლექციონირებად, ხოლო შემდეგ — ღვინის შექმნის თავგადასავლად გარდაქმნის. კლიენტები ახდენენ დიდი ხნის ოცნებას — შექმნან საკუთარი ღვინო და გაუზიარონ იგი ოჯახსა და მეგობრებს, შეიგრძნონ ის ჭეშმარიტი სიხარული, რომელსაც პროფესიონალი მეღვინეები განიცდიან.

ჩვენ გაძლევთ წვდომას ყველაზე პრესტიჟულ ვენახებსა და მამულებზე, ნიჭიერ მევენახეებთან, რომლებსაც აქვთ ხარისხისადმი ვნება და მჭიდროდ თანამშრომლობენ ჩვენს მეღვინეების გუნდთან. ყოველწლიურად ჩვენ ვთანამშრომლობთ საუკეთესო მევენახეებთან და გამორჩეულ ლოკაციებთან. მუდმივად ვეძებთ საუკეთესო ნაყოფს წამყვანი მწარმოებლებისგან, ვამყარებთ მეგობრულ და პროფესიულ ურთიერთობებს, რაც საბოლოოდ პრემიუმ ხარისხის ავთენტურ ღვინოებში აისახება.

ჩვენ ვამზადებთ სხვადასხვა ჯიშის, სტრუქტურისა და სტილის ღვინოებს: კანთან ნაწილობრივი კონტაქტით თუ ხანგრძლივი მაცერაციით, დავარგების პროგრამებით კასრებსა და რეზერვებში.

𝐂𝐫𝐮𝐬𝐡 𝟓𝟐𝟓 პირველი ინოვაციური ტიპის მეღვინეობაა საქართველოში, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელს მიეცა შესაძლებლობა გამხდარიყო საკუთარი ღვინის შემოქმედი, საკუთარი მარნისა და საჭირო აღჭურვილობის გარეშე.

𝐂𝐫𝐮𝐬𝐡 𝟓𝟐𝟓-ის პროფესიონალი გუნდის დახმარებით, ჩვენ უზრუნველვყოფთ ღვინის შექმნის სრულ ციკლს, რაც მოიცავს ვენახისა და ყურძნის შერჩევას, დაწურვას, ჩამოსხმას და ბრენდირებას.

მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ ჩვენი პირველი რთველის განმავლობაში შევიძინეთ 7 ახალი პარტნიორი — როგორც ღვინის პროფესიონალები, ისე ენთუზიასტები. 2023 წლის მოსავლის გამოწვევების მიუხედავად, საერთო ძალისხმევით შევძელით მაღალი ხარისხის ყურძნის მიღება და შესანიშნავი ღვინოების შექმნა, რომლებიც თქვენს დაგემოვნებას ელოდება.

  • გადამუშავებული ყურძენი: (15 ჯიში) ჩინებული, გორული მწვანე, თავკვერი, შავკაპიტო, რქაწითელი, ხიხვი, ქისი, კახური მწვანე, საფერავი, ალექსანდროული, მუჯურეთული, ციცქა-ცოლიკოური, შარდონე, სოვინიონ ბლანი, მერლო.

  • რეგიონები: ქართლი, კახეთი, იმერეთი, რაჭა.

  • მოცულობა: 51,000 კგ.

  • ღვინის სტილი: როგორც კლასიკური, ასევე ქვევრის ღვინოები.

ჩვენ უკვე ვგეგმავთ 2024 წლის სეზონს! 120 ტონა უკვე დაჯავშნილია, 80 ტონა ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია!