Crush 525
პირველი ინოვაციური ტიპის მეღვინეობაა საქართველოში
Crush 525
პირველი ინოვაციური ტიპის მეღვინეობაა საქართველოში
ჩვენ შესახებ
Crush 525 პირველი ინოვაციური ტიპის მეღვინეობაა საქართველოში, რომლის მეშვეობითაც მომხმარებლებს შესაძლებლობა მიეცათ შეექმენათ საკუთარი ღვინო, მარნის და შესაბამისი აღჭურვილობის ფლობის გარეშე.
Custom Crush 525
Crush 525-ის პლატფორმაზე, პროფესიონალ გუნდთან ერთად, ვუზრუნველვყოფთ ღვინის წარმოების სრულ ციკლს — ვენახისა და ყურძნის შერჩევიდან დაწყებული, დაწურვით, ჩამოსხმითა და ბრენდირებით დასრულებული.
2023 წლის რთველის პერიოდში ჩვენ მომსახურება გავუწიეთ შვიდ დამკვეთს, მათ შორის როგორც მცირე და საშუალო ღვინის კომპანიებს, ასევე ღვინის ენთუზიასტებს. შევძელით მაღალი ხარისხის ყურძნის მოპოვება ოთხი სხვადასხვა რეგიონიდან და თითოეული დამკვეთის მოთხოვნებზე მორგებული ღვინის შექმნა.
2024 წლის რთველი დავასრულეთ 168 ტონა ყურძნის გადამუშავებით, რომელიც მოიცავდა 15 სხვადასხვა ყურძნის ჯიშს. ყურძენი მოპოვებული იყო რეგიონებიდან: ქართლი, კახეთი, იმერეთი და რაჭა. აღნიშნულ პერიოდში მომსახურება გავუწიეთ 19 დამკვეთს — როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე კომპანიებს.
ჩვენი სერვისები
ჩვენ ვთავაზობთ ღვინის წარმოების სრულ ციკლს, რომელიც მორგებულია როგორც ინდივიდუალურ მომხმარებლებზე, ისე მცირე და საშუალო ღვინის კომპანიებზე.
Custom Crush
ჩვენი Custom Crush სერვისი მოიცავს ყველაფერს ყურძნიდან ბოთლამდე და კიდევ უფრო მეტს.
ღვინის დასაწყობება და შენახვა
ჩვენი სრულად ავტომატიზებული, ტემპერატურის კონტროლის მქონე საწყობი უზრუნველყოფს დაცულ გარემოს..
ვორკშოფები და სემინარები
Crush 525 გთავაზობთ პროფესიონალურად წარმართულ ღვინის დეგუსტაციებს, როგორც კლიენტებისთვის, ისე ვიზიტორებისთვის.
საკუთარი ბრენდის ეტიკეტირება
ჩვენ გთავაზობთ ღვინის ეტიკეტების პერსონალიზებულ დიზაინს კორპორაციული საჩუქრებისთვის, სადღესასწაულო კამპანიებისა და განსაკუთრებული შემთხვევებისთვის.
გოგა თევზაძე
დამფუძნებელი და უფროსი მეღვინე
გიორგი ჭელიძე
დამფუძნებელი და ტექნიკური დირექტორი
ნიკა კანდელაკი
მეღვინე
კარლო შალუტაშვილი
მეღვინე და მარნის ექსპერტი
ციცი ჯაფარიძე
მეღვინე და ლაბორანტი
Tsitsi Jafaridze
Winemaker & Lab Technician
პროდუქტები
აღმოაჩინეთ ღვინოები, სადაც ტრადიცია და ხასიათი ერთდება
დაგვიკავშირდით
— მისამართი
რიხის ქუჩა 1, სოფელი ბიწმენდი, საგურამო




